საქართველოში მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმზეა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წინა წლის ბოლოსთვის საქართველოში ბრუნვაში სულ 8 258 081 სადებეტო ბარათი იყო.
დეკემბრის მდგომარეობით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 31%-ს VISA.
რაც შეეხება სადებეტო ბარათებს, დეკემბრის მონაცემებით მათი რაოდენობა 552 848-ს შეადგენდა, საიდანაც 134 698 VISA, ხოლო 70 332 Mastercard-ი იყო.