საქართველოში სადებეტო ბარათების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და 8,3 მლნ-ს შეადგენს

საქართველოში მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 2024 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 13.7%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმზეა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის დასაწყისისთვის საქართველოში ბრუნვაში სულ 8.3 მლნ სადებეტო ბარათი იყო, გასული წლის თებერვალში კი 7.3 მლნ.
თებერვლის მდგომარეობით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 4.2 მლნ-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 2.6 მლნ-ს VISA.
რაც შეეხება საკრედიტო ბარათებს, თებერვლის მონაცემებით მათი რაოდენობა 530 000-მდეა, საიდანაც 124 745 VISA, ხოლო 66 753 Mastercard-ი იყო.