საქართველოში სადებეტო ბარათების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოში მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 14.5%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმზეა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოში ბრუნვაში სულ 8 067 411 სადებეტო ბარათი იყო.
ოქტომბრის მდგომარეობით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 31%-ს VISA. აქტიური Mastercard-ის და VISA-ს სადებეტო ბარათების რაოდენობა თვიურ ჭრილში 1%-იან ზრდას აჩვენებს.

ასევე დაგაინტერესებთ