საქართველოში საბანკო მომსახურება ძალიან ძვირია, რაც გამოწვეულია არა მომსახურების რეალური თვითღირებულების სიძვირით, არამედ ბანკების მიერ მეტი მოგების დატოვების სურვილით – დიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოში საბანკო მომსახურება ძალიან ძვირია, რაც გამოწვეულია არა მომსახურების რეალური თვითღირებულების სიძვირით, არამედ ბანკების მიერ მეტი მოგების დატოვების სურვილით, – ამის შესახებ „პეისერა ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემაში „ბიზნეს პორტრეტი“ განაცხადა.
გადაცემაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ქვეყანაში არსებულ კადრების დეფიციტზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ეს პრობლემა ყველა სფეროშია, მათ შორის საბანკო სექტორშიც, თუმცა აქ შედარებით ნაკლებად შეინიშნება ეს პრობლემა, რადგან „ბანკები მაღალი საკომისიოების ხარჯზე, დასაქმებულებს მაღალ ხელფასს უხდიან“.
მისი თქმით, „პეისერა ბანკს“ ახალი სერვისი აქვს, ბანკის ახალი ინოვაციური პროდუქტი გადახდის ინიცირების სერვისია, რომელიც თავისი კომფორტით და სისწრაფით არ ჩამოუვარდება ბარათით გადახდას და ამავდროულად 3-ჯერ იაფია მასზე.
„პეისერა ბანკი“ არის ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც ქართულ ანგარიშთან ერთად ევროპული ანგარიშის გახსნის შესაძლებლობას იძლევა.
ევროკავშირი ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და სწორედ ეს არის ჩვენი მიზნობრივი სეგმენტი. ანგარიშსწორების გამარტივებით, ჩვენ შევქმენით დამატებითი ღირებულება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელთაც ფინანსური ურთიერთობა აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან“, – ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.
