საქართველოში საარსებო მინიმუმი 262 ლარი და 40 თეთრია

2024 წლის ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საარსებო მინიმუმი მხოლოდ 10.1 ლარით, წინა თვესთან შედარებით კი 5.9 ლარით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 256.5 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 252.3 ლარს შეადგენდა, 2024 წლის ოქტომბერში კი 256.5 ლარს.
რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის გასული წლის ნოემბერში 223.4 ლარით განისაზღვრა. მაშინ, როცა 2024 წლის ნოემბერში 232.4 ლარი, ოქტომბერში – 227.2 ლარი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად