საქართველოში საავტომობილო ავარიების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და 55 603-ს მიაღწია.
2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 2022 წელთან შედარებით 12-ით მეტია. ხოლო, რაც შეეხება ამ შემთხვევების დროს დაშავებულთა რაოდენობას, 2022 წელთან შედარებით 200-ით შემცირდა და 7 310 შეადგინა.
ცნობისთვის, ბოლო 5 წელში საქართველოში მოძრავი ავტომობილების რაოდენობა 391 ათასით გაიზარდა და მან 1.68 მილიონს მიაღწია.