საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დმიტრი ოლისოვი დაინიშნა

რუსეთმა საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შეცვალა. თბილისში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან არსებული ს ინტერესების სექციის ახალ ხელმძღვანელად დმიტრი ოლისოვი დაინიშნა. ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა.
დმიტრი ოლისოვი დიპლომატიურ სისტემაში 2002 წლიდან მსახურობს და წლები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. კარიერის განმავლობაში საქმიანობდა უცხოეთშიც. დმიტრი ოლისოვი ლატვიაში რუსეთის გენერალურ საკონსულოში მუშაობდა. ის ბრიუსელში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობასა და გერმანიაში რუსეთის საელჩოში საქმიანობდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ შეწყდა. მას შემდეგ რუსეთის ინტერესების სექცია თბილისში შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით ფუნქციონირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი