საქართველოში რუსეთიდან $23.5 მლნ შემოვიდა – სექტორები/კომპანიები, სადაც რუსული ინვესტიცია ჩაიდო (bm.ge)

2024 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი რუსული ინვესტიციები შემცირდა. გასული წლის შემცირებულ FDI-ში, რომლის მოცულობამაც $1.3 მილიარდი შეადგინა, რუსეთზე მხოლოდ 1.7% მოდიოდა. ჯამში დან საქართველოს ეკონომიკაში FDI-ის სახით $23.5 მილიონი ჩაიდო, რაც 77.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია რომელ სექტორებსა და კომპანიებში ჩაიდო გასულ წელს რუსული ინვესტიციები. მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ რუსეთიდან ინვესტიციები ძირითადად უძრავი ქონებისა და მშენებლობის დარგებში იდებოდა.
განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით სექტორების რეიტინგის ასეთია:
· უძრავი ქონება – $17.4 მლნ;
· მშენებლობა – $11.8 მლნ;
· დამმუშავებელი მრეწველობა – $7.4 მლნ;
· საფინანსო და სადაზღვევო სექტორი – $4.9 მლნ;
· სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობები – $3 მლნ;
· ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება – $1.7 მლნ;
· ხელოვნება, გართობა და დასვენება – $440 ათასი;
· სამთომოპოვებითი მრეწველობა -$390 ათასი;
· ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – $292 ათასი;
· განათლება – $222 ათასი.
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს რუსული ინვესტიციების გადინება დაფიქსირდა სტუმარმასპინძლობაში [-$18.4 მლნ], საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორში [-$5.1 მლნ], ინფორმაცია და კომუნიკაციაში [-$1.5 მლნ], პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებში [-$372 ათასი].
ენერგეტიკის სექტორში და ასევე დასუფთავების საქმიანობებში ჩადებული რუსული ინვესტიციების შესახებ მონაცემები კონფიდენციალურია. სხვა დანარჩენ სექტორებში კი ჯამურად $1.2 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო.
იმ კომპანიების -10-ეული, სადაც 2024 წელს ყველაზე მეტი რუსული ინვესტიცია ჩაიდო ასეთია:
· შპს დრიმლენდ ოაზისი;
· შპს აბიფარმი;
· შპს წერეთელი ვაინ ენდ სფირითს;
· შპს სი. აი. ჯი;
· შპს ახალი ფერმა;
· შპს ლეგერო;
· შპს ასგარდ ჯორჯია;
· შპს დელივერი ტექნოლოჯის საქართველო;
· შპს შატო გრემი;
· სს პონტუს