საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.0 მლნ აშშ დოლარი (761.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.6%-ით (219.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.
ფულადი გზავნილების პირველი ოცეული 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით:
1) რუსეთის ფედერაცია – 61.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -79%
2) იტალია – 42.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 19%
3) აშშ – 41.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან39%
4) საბერძნეთი – 21.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11%
5) გერმანია – 20.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 31%
6) ისრაელი – 17.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 4%
7) ყაზახეთი – 16.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 98%
8) თურქეთი – 8.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -5%
9) ესპანეთი – 4.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12%
10) აზერბაიჯანი – 4.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 4%
11) საფრანგეთი – 4.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12%
12) ირლანდია – 4.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 70%
13) გაერთიანებული სამეფო – 3.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -9%
14) ყირგიზეთი – 3.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -79%
15) პოლონეთი – 2.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1%
16) კანადა – 2.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან23%
17) ერაყი – 2.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან420%
18) კვიპროსი – 1.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12%
19) არაბთა გაერთიანებული საამიროები – 1.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11%
20) სომხეთი – 1.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -70%.
2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.5 მლნ აშშ დოლარი (84.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ოქტომბრის (31.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია.