საქართველოში რუსეთიდან კარტოფილის იმპორტი გაორმაგდა, ბელარუსიდან კი გასამმაგდა

2023 წელს საქართველოში, კარტოფილის იმპორტი თითქმის გაორმაგდა.
საქსტატის მონაცემებით 2023 წელს საქართველოში 7 740 910 დოლარის (23 210 ტონა) კარტოფილი შემოვიდა, 2022 წელს, ეს მაჩვენებელი 4 110 720 აშშ დოლარი (11 169 ტონა) იყო.

2022 წელს მთავარი იმპორტიორი გერმანია იყო, საიდანაც 1 114 840 აშშ დოლარის (1 224 ტონა)კარტოფილი შემოვიდა. თანხობრივად მეორე ადგილზე, თუმცა რაოდენობრივად პირველზე იყო , საიდანაც 1 000 270 აშშ დოლარის (3 794 ტონა) კარტოფილის იმპორტი განხორციელდა. მესამე ადგილზე იყო ბელარუსი 750 290 აშშ დოლარის (2 728 ტონა).

2023 წელს იმპორტიორი ქვეყნების სამეულის შემადგენლობა უცვლელი დარჩა თუმცა რაოდენობრივად და თანხობრივადაც რუსეთი და ბელარუსი დაწინაურდა, 2023 წელს საქართველოში რუსეთიდან 2 271 680 აშშ დოლარის 8 435 ტონა კარტოფილი შემოვიდა, ბელარუსიდან 2 177 790 აშშ დოლარის 8 050 ტონა, გერმანიიდან 1 185 330აშშ დოლარის 1 180 ტონა.