საქართველოში რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„მაგრამ თავისუფლება გაიმარჯვებს და ევროპამ საბოლოოდ უნდა გაიღვიძოს. ჩვენ თავდადებული ევროპელების გვერდით უნდა დავდგეთ. საქართველოში ჩვენი საერთო ღირებულებები საფრთხის ქვეშაა“, – წერს მიხაილ როთი.
ევროპას გამოღვიძებისკენ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტმაც.
შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
