საქართველოში რევოლუციური სცენარი არ შედგა – გია ვოლსკი

საქართველოში რევოლუციას ვერავინ მოაწყობს. რადიკალურ ოპოზიციას „ნაცმაიდნის“ სცენარი უკვე არაერთხელ ჩაუვარდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
„ის რესურსი, რომელიც იყო დაგროვილი კიდევ უნდა გაძლიერებულიყო, გაორმაგებულიყო, თუ არა გასამმაგებულიყო და ეს ყველაფერი იგეგმებოდა 16 დეკემბრის შემდეგ. მას შემდეგ, რაც ევროკავშირისაგან შესაძლოა მოისმინონ უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს შემდგომი ნაბიჯების საკითხთან დაკავშირებით. როგორც ეს იყო, მაგალითად, კანდიდატის სტატუსის თემასთან მიმართებაში. კანდიდატის სტატუსი მაშინ წამოიწია, როგორც მექანიზმი, ბერკეტი იმისათვის, რათა საქართველოში განვითარებულიყო ეს რევოლუციური სცენარი, არ შედგა ეს რევოლუციური სცენარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ჟორჟოლიანი – საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების წინა კონკურსში გამარჯვებულთა 25% დასაქმდა ამა თუ იმ სამინისტროში, მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში

ლევან ნატროშვილი – „სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მითოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ვაგრძელებთ მიმდინარე პოლიტიკური, მათ შორის საარჩევნო პროცესების მონიტორინგს