საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8%–ია დაზღვეული

30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8%–ია დაზღვეული – მონაცემები დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა.
2025 წლის 6 თვის განმავლობაში დაზღვეულია 146,271 სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაზღვეული იყო 133,540.
დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში მოზიდულმა პრემიამ საანგარიშო პერიოდში 156 მლნ. ლარი შეადგინა.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევაში პირველ ადგილზეა 40.1 მილიონი ლარით და ბაზრის 26%–ით. მეორე ადგილს ალდაგი იკავებს 33.4 მილიონით ლარით და ბაზრის 21%–ით, ხოლო მესამე ადგილზეა ჯიპიაი 20.9 მილიონით ლარით რაც ბაზრის 13%–ია.