საქართველოში რეგისტრირებულმა მანქანებმა 2 მლნ ერთეულს გადააჭარბა

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 მლნ ერთეულს გადააჭარბა. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს რეალურ დროში მონაცემებიდან ხდება ცნობილი.
„ბიზნესპრენსიუსი“ აღნიშნულ სტატისტიკას იყენებს იმისთვის, რომ თვალსაჩინო იყოს, თვეში რეგისტრირებული ავტომობილების საშუალო მაჩვენებელი. ოფიციალურ მონაცემებზე დაკვირვების შედეგად, ჩანს, რომ თვეში საშუალოდ 16 800 მანქანა გადის რეგისტრაციას.
შენიშვნა: ავტომობილების გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, შემდგომ რეექსპორტზე გავიდეს. თუმცა, საქართველოში რეგისტრირება ნიშნავს, რომ შიდა სატრანზიტო ნომრის გამოყენების 2-თვიანი ვადა უკვე გასულია, შესაბამისად, ავტომობილი ქვეყანაში საშუალოდ 2 თვე იმყოფება.
მომსახურების სააგენტოს სტატისტიკიდან ასევე ჩანს, რომ ქვეყანაში უკვე 1.689 მლნ-ზე მეტი მართვის მოწმობაა გაცემული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილია, შემდეგ პოზიციებზეა TOYOTA და FORD-ი.
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, ტოპ-10 ბრენდის ავტომობილს, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენით მოძრაობს:
· MERCEDES-BENZ – 227 635 ერთეული
· TOYOTA – 213 978 ერთეული
· FORD – 187 576 ერთეული
· VAZ – 152 778 ერთეული
· OPEL – 146 676 ერთეული
· BMW – 90 116 ერთეული
· VOLKSWAGEN – 80 293 ერთეული
· HONDA – 74 527 ერთეული
· NISSAN – 73 419 ერთეული
· MITSUBISHI – 58 247 ერთეული