საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 82% 10 წელზე მეტი ასაკისაა

2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 1 680 436 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რაც წლიურად 7.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
„საქსტატის“ მონაცემებით, რეგისტრირებული ავტომობილების 82%-ის ასაკი 10 წელს აღემატება.
ავტომობილები ასაკის მიხედვით ასე ნაწილდება:
· 210 700 ავტომობილის ასაკი 5-დან 10 წლამდეა;
· 46 500 ავტომობილის 2-დან 5 წლამდე;
· 33 000 ავტომობილის 2 წელი ან ნაკლებია;
· 7 300 ავტომობილის ასაკი უცნობია.
ცნობისთვის, 2024 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვა დაწესდა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ვერ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტი ევრო 5 ნორმას ვერ აკმაყოფილებს.

ასევე დაგაინტერესებთ