2023 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 965 509 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 26%-ა.
„საქსტატის“ მონაცემებით, რეგისტრირებული კომპანიებიდან 717 339 არააქტიურია, ხოლო აქტიურია მხოლოდ 248 170 სუბიექტი.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით კომპანიების გადანაწილებას, ყველაზე მეტი აქტიური კომპანია თბილისშია (43,4%), შემდეგია იმერეთი (11,7%) და აჭარა (11,1%).
აქტიურ კომპანიათა გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით ასეთია:
· თბილისი – 107 812
· იმერეთი – 29 100
· აჭარა – 27 613
· ქვემო ქართლი – 17 858
· სამეგრელო-ზემო სვანეთი – 16 721
· კახეთი – 14 172
· შიდა ქართლი – 11 384
· სამცხე-ჯავახეთი – 9 946
· გურია – 5 708
· მცხეთა-მთიანეთი – 5 350
· რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2 439
· აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკა – 12.
