საქართველოში რამდენიმე ქსელთან ვთანამშრომლობთ და მხოლოდ ერთ მათგანთან ვიხდით ე.წ. ქეშბექს, რაც მხოლოდ 2-3%-ია – „ტირიფონის ხილი“

საქართველოში რამდენიმე ქსელთან ვთანამშრომლობთ და მხოლოდ ერთ მათგანთან ვიხდით ე.წ. ქეშბექს, რაც მხოლოდ 2-3%-ია – „ტირიფონის ხილი“
საქართველოში რამდენიმე ქსელთან ვთანამშრომლობთ და მხოლოდ ერთ მათგანთან ვიხდით ე.წ. ქეშბექს, რაც მხოლოდ 2-3%-ია, – ამის შესახებ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ვაშლის მწარმოებელი კომპანიის „ტირიფონის ხილის“ დამფუძნებელმა ზურაბ გოჯიაშვილმა განაცხადა.
„გორის მუნიციპალიტეტში მოგვყავს ვაშლი. რამდენიმე ქსელთან ვთანამშრომლობთ საქართველოში და არცერთთან არ გვქონია პრობლემა. ხოლოდ 1 ქსელთან ვიხდით „ქეშბექს“, რაც არის 2 თუ 3% მთელი რეალიზაციის და მიგვაჩნია, რომ მაინცდამაინც ცუდი არ არის.
რაც შეეხება ფასებს, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტს ვაწარმოებთ და ჩვენგან დამოუკიდებლად იცვლება ფასები, ჩვენი წარმოების პროცესისგან დამოუკიდებლად ბაზარი განაპირობებს ფასებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენი პროდუქციის წარმოების თვითღირებულება თითქმის არ შეცვლილა და საშუალო გასაყიდი ფასიც პრაქტიკულად, არ გაზრდილა,“ – განაცხადა გოჯიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?