რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ფიოდორ კრასენინოვი საქართველოში არ შემოუშვეს. ის საქართველოს საზღვრიდან უკან 29 იანვარს გააბრუნეს.
ინფორმაციას ის თავად ავრცელებს და სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) წერს, რომ მას თბილისში ერთ-ერთ ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობდა, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის უფლება, უცნობი მიზეზით, არ მისცეს.
“მე ვერ შევძელი საქართველოში შესვლა: საპასპორტო კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით, საზღვრის კვეთაზე უარი მითხრეს, შემდეგ კი იმავე თვითმფრინავში ჩამსვეს და ევროკავშირში დამაბრუნეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზები ჩემთვის უცნობია”, – წერს ის.
К сожалению, ранее анонсированное мероприятие в Тбилиси не состоится. Я не смог въехать в Грузию: по результатам паспортного контроля мне отказали во въезде, после чего я был посажен в тот же самолет и на нем прибыл обратно в ЕС. О причинах такого решения мне не известно. Сейчас…— Фёдор Крашенинников/Fedor Krasheninnikov (@Fyodorrrrr) January 29, 2024