საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაუარესდა – RSF – Netgazeti • RSF • მედია • რეპორტიორები საზღვრებს გარეშე • Netgazeti.ge

საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“(RSF) – თანახმად, 2024 წლისთვის საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაუარესდა.
კერძოდ, 2023 წელთან შედარებით, საქართველო რეიტინგში 26 პუნქტით ჩამოქვეითდა და 180 ქვეყანას შორის 53.05 ქულით 103-ე ადგილზეა. 2023 წელს საქართველო 61.69 ქულით 77-ე ადგილზე იყო.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ქვეყნებში პრესის თავისუფლებას შემდეგი ინდიკატორებით აფასებს: პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური.
საქართველოს შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების ჩარევა ძირს უთხრის ქვეყანაში პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო ისევ მტრული რჩება, „ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობითა და დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზებისა და თავისუფალი სიტყვისთვის სივრცის შევიწროებისკენ მიმართული კანონების მიღების მცდელობებით“.
„[საქართველოს] მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზაციას, ცდილობს მოსკოვთან დაახლოებას და ატარებს პოლიტიკას, რომელიც სულ უფრო მტრულია პრესის თავისუფლების მიმართ“, – ნათქვამია RSF-ის ანგარიშში.
რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს, პრესის თავისუფლების ინდექსით სომხეთი, საქართველოზე ბევრად წინ, 43-ე ადგილზეა. 158-ე ადგილზეა თურქეთი, 164-ზე აზერბაიჯანი და 162-ე ადგილზეა.
რაც შეეხება პრესის თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მოწინავე ქვეყნებს, რეიტინგის პირველ ხუთეულში არიან: ნორვეგია, , შვედეთი, ნიდერლანდები და ფინეთი.

ასევე დაგაინტერესებთ