Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი “BB” დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა “ნეგატიურიდან” “სტაბილურამდე” გააუმჯობესა.
როგორც 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ უახლეს შეფასებაში ვკითხულობთ, საქართველოში პოლიტიკური გაურკვევლობა კვლავ მაღალი რჩება.
დოკუმენტში ყურადღება მახვილდება ქვეყანაში გაზრდილ პოლიტიკური გაურკვევლობაზე და ხაზგასმულია, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია და სოციალური განხეთქილება გააღრმავა სადავო საპარლამენტო არჩევნებისა და 2024 წელს სამოქალაქო საზოგადოებისკენ მიმართული საკამათო „გამჭვირვალობის“ კანონის მიღებამ. ორგანიზაციის შეფასებით, 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები ხასიათდებოდა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ბოიკოტითა და დისკვალიფიკაციით.
Fitch-ი პირდაპირ წერს, რომ გახანგრძლივებულმა ან უფრო ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება გამოიწვიოს მმართველობის სტანდარტების გაუარესება და ინვესტორების ნდობის შესუსტება.
გეოპოლიტიკური რისკებში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეყვანილი ჰყავს რომ ევროკავშირთან ურთიერთობები გაუარესდა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეჩერება. აქვე მითითებულია, რომ 2025 წლის მაისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო MEGOBARI აქტი, რომელმაც შესაძლოა გაზარდოს აშშ-ის სანქციების რისკები საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. ეს კანონმდებლობა სენატში კვლავ ჩიხშია.
“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს ასრულებს, განსაკუთრებით საბანკო სექტორის მეშვეობით, და Fitch-ის ინფორმაციით, სანქციების რისკების შესამცირებლად, ქვეყნის საწვავის განაწილების ქსელში Lukoil-ის საკუთრების გაუქმება მიმდინარეობს”,- წერს Fitch-ი.




