საქართველოში პირველი სუბლიმირებული ხემსის საწარმო Izy გაიხსნა – როგორია დაინტერესება და სამომავლო გეგმები

დაახლოებით ორი თვის წინ ბაზარზე ჯანსაღი კვების სუბლიმირებული ხემსის ახალი კომპანია IZY გამოჩნდა, ის მომხმარებელს ჯანსაღ, ნოყიერ გემრიელ გამომშრალ – გაყინულ კერძებს სთავაზობს, თუ როგორ შეიქმნა კომპანია, რა ასორტიმენტით არის ამ ეტაპზე ბაზარზე წარმოდგენილი და რა სამომავლო გეგმები აქვს თემაზე „კომერსანტთან“კომპანია IZY-ის დამფუძნებელმა უილლიამ გრასმა ისაუბრა.
გრასის თქმით IZY ამ ეტაპზე მომხმარებელს ოთხ ძირითად კერძს სთავაზობს: ესენია უკრაინული ბორში, ლობიო შენელებული სუნელებით, გოგრის სუპი და პიურე შებოლილი სულგუნით. კომპანია სამომავლოდ კიდევ სამი ძირითადი კერძის დამატებას აპირებს, აღსანიშნავია, რომ IZY-ის კერძები არის ვეგანური, ვეგეტარიანულ და უგლუტეინო, კომპანიის ასორტიმენტშია ასევე შებოლილი ხრაშუნა სულგუნის ხემსიც.
კომპანია აპრილიდან ხილის ხემსის ფართო არჩევანის დამატებასაც გეგმავს, ბაზარზე პირველად ბანანისა და ვაშლის სამი სახეობის ნაზავი გამოჩნდება.
„პირველად საქართველოში 2018 წელს ჩამოვედი, ვმუშაობდი კომპანიაში, რომელიც საქართველოში ოპერირებდა. იმ დროისთვის არ ვიცოდი, რომ საქართველოში ვიცხოვრებდი, თუმცა ბიზნესს აქ დავიწყებდი. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ საქართველოში იყო საუკეთესო კერძები, რაც კი ჩემს ცხოვრებაში გამისინჯავს. ქართველები ამაყობენ თავიანთი კულტურით, ქართული კერძებიც ამის დიდი ნაწილია. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართულმა გემოებმა წელიწადის ყველა დროს. სამშობლოში დაბრუნებულს, კერძები ნაკლებად გემრიელი მეჩვენება, ვიდრე საქართველოში ჩამოსვლამდე ვფიქრობდი.

2019 წელს ერთ-ერთი მივლინების დროს გავიცანი ჩემი მეუღლე ანა. პანდემიის პერიოდში აქტიურად ვიყავით კონტაქტზე და როდესაც 2021 წლის სექტემბერში დავბრუნდი საქართველოში, მას და მის ოჯახთან ერთად ვესტუმრე საქართველოს, რამაც კიდევ უფრო ამიხილა თვალი საქართველოს შესაძლებლობებზე. ჩემი ბიზნეს იდეა გავუზიარე ანას და მის ძმას, ხოლო 2022 წლის სექტემბერში დავიწყეთ სხვადასხვა სახის კერძებისა და ხემსების ტესტირება ჩვენი წარმოების განსავითარებლად.“ – აღნიშნა უილლიამ გრასმა.

უილიამის თქმით IZY-ის პროდუქციის მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალია და პროდუქციის გაყიდვაში ჩაშვებისთანავე მისი გაყიდვები დღითი დღე ორმაგდება. მისივე თქმით ყველაზე გაყიდვადი პროდუქციაა კერძები და შებოლილი სულგუნის ხრაშუნები.
რაც შეეხება პროდუქტის მომზადების ტექნოლოგიას გრასი აღნიშნავს, რომ იყენებს ყინვა-გაშრობის იგივე ლიოფილიზაციის ტექნოლოგიას, რომელსაც ფარმაცევტული ინდუსტრია ვაქცინების და ანტიბიოტიკების წარმოებაში იყენებს.
„მისი საშუალებით პროდუქტი რამდენჯერმე იყინება ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, შემდეგ კი ხდება ყინულის ამოღება ვაკუუმ კამერაში სუბლიმაციის პროცესით. პროდუქტი ვაკუუმში, მაღალი წნევის პირობებშია განთავსებული. ამ პროცესში წყლის ყინული არ კრისტალიზდება, რაც უჯრედების დაუზიანებლად შენახვას უწყობს ხელს. ყინული პირდაპირ აირად გარდაიქმნება, რომელიც გარეთ იტუმბება. პროდუქტის “გამოსაცოცხლებლად” მხოლოდ რეჰიდრატაციაა საჭირო, რის შემდეგაც ის თავდაპირველი მახასიათებლების 97% ინარჩუნებს. ჩვენ ვიყენებთ სწორედ ამ მაღალტექნოლოგიურ გამოშრობას, რასაც მოსდევს ორიგინალური სტრუქტურის შენარჩუნებას მშრალ მდგომარეობაში, სწორედ ეს ტექნოლოგია ინარჩუნებს კვებით ღირებულებას, ფორმას, ფერს და რეჰიდრატაციის დროს არ განსხვავდება გემოვნური თვისებები მისი მომზადების დღიდან.

განსხვავება დეჰიდრატირებულსა და სუბლიმირებულს შორის ძალიან დიდია რაც გამოხატულია, როგორც გემოვნურ თვისებებში ასევე ვადისა და საკვები ნივთიერებების შენარჩუნების თვალსაზრისით. წყლის 99%-ზე მეტი ამოღებით და სათანადო შეფუთვის ტექნიკის გამოყენებით, საკვები შეიძლება ვარგისიანი იყოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში (25+ წელი). ზოგიერთისთვის შეიძლება ძნელი დასაჯერებელი იყოს, მაგრამ მე რეგულარულად მივირთმევ 5 წლის წინ მომზადებულ კერძს, რომელიც ისეთივე გემრიელია, როგორც გუშინ მომზადებული. ყველაფერი რაც კერძის გასაცოცხლებლად არის საჭირო ცხელი წყლის დამატებაა.“ – აღნიშნა უილლიამ გრასმა.
რაც შეეხება ნედლეულს კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ წარმოებაში ადგილობრივ პროდუქციას იყენებს, რითაც ხელს უწყობს ქართველ ფერმერებს და სურსათის მწარმოებლებს. მისივე თქმით საქართველოში წარმოებული პროდუქტის გემო საგრძნობლად განსხვავდება იმპორტირებულისგან, თუმცა არის შემთხვევები როდესაც კონკრეტული პროდუქტი საქართველოში არ არის და მისი შემოტანა უწევს.
„ნედლეულის 90 % არის ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული, ორ წლიანი ტესტირების პროცესში დავუთმეთ დიდი დრო მომწოდებლის მოძიებას, შესაბამისად გვაქვს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევები პროდუქციაზე, ასევე ერთ-ერთი ჩვენი მომწოდებელია რძის ლაბორატორია, რომელიც გვიმზადებს 100% ნატურალურ შებოლილ სულგუნს, რომელსაც ვიყენებთ შებოლილი სულგუნის ხრაშუნების დასამზადებლად.
ჩვენ ძირითადად ადგილობრივ პროდუქტებს ვიყენებთ, რადგან გვირჩევნია მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ ფერმერებს და სურსათის მწარმოებლებს, ასევე როგორც აღვნიშნე საქართველოში წარმოებული პროდუქტის გემო რადიკალურად განსხვავდება იმპორტირებული პროდუქტისგან, თუმცა ასევე ვიყენებთ იმპორტირებულ პროდუქტებს იმ შემთხვევებში, როდესაც ეს პროდუქტები საქართველოში არ მოიპოვება, მაგალითად, ბანანი.“ – აღნიშნა უილლიამ გრასმა.
IZY-ს კერძები ძირითადად მოლაშქრეებზე, მოგზაურებზე და დატვირთულ ადამიანებზეა გათვლილი, რადგან ის მარტივად გადასაადგილებელი და მსუბუქია, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს არ შეიცავს არანაირ დანამატს.
„რაც შეეხება ჩვენს ხრაშუნა ხილისა და ყველის ხემსები, რადგან ჩვენი ხილის ხემსები იდეალური ნუგბარია პატარებისთვის, მას არ აქვს არანაირი დანამატი და არის სრულიად ნატურალური.“ – აღნიშნა უილიამ გრასმა.
კომპანია IZY-ის პროდუქცია რამდენიმე საცალო მაღაზიაში outdoors.ge, Adjarapeak (ბათუმში) მაღაზია სკა (ყაზბეგში) უნივერსამის ქსელში, ქსელური ლუდის მაღაზია Beer Market-ში, მარი მარკეტშია ასევე პროდუქციას შეხვდებით რამდენიმე სააფთიაქო ქსელშიც
„ მომავალი კვირიდან გამოჩნდება ქსელურ მაღაზია გუდვილში და ასევე დუტი ფრის მაღაზიებში, თბილისის, ქუთაისის და ს აეროპორტებში.

ასევე გაყიდვაშია სააფთიაქო ქსელ ნეოფარმში ჩვენი პროდუქტი ძირითადად ხრაშუნა ხილი,რადგან ჩვენი ხილის ხემსები იდეალური ნუგბარია პატარებისთვის, მას არ აქვს არანაირი დანამატი და არის სრულიად ნატურალური.
ჩვენს საიტზე www.izyfood.ge -ზე ელექტრონული კომერცია იგივე იკომერსი ჯერ კიდევ დანერგვის პროცესშია , მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია შეკვეთების მიღება ელექტრონული ფოსტით. აგრეთვე ვთავაზობთ პროდუქციას კომპანიებს, რომელთა საქმიანობის სფეროა შოკოლადის წარმოება, მოლეკულური გასტრონომია, კოქტეილის დამზადება და სხვა.“ – აღნიშნავს უილიამ გრასი.
Izy -ს პროდუქციის ფასები 5 ლარიდან 17 ლარამდე მერყეობს.
zy-ს საწარმომ ოპერირება 2024 წლის აპრილში თბილისში, კერძოდ მუხიანში დაიწყო.