საქართველოში ოცამდე ბრენდული სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს – Galt&Taggart

Galt&Taggart-ის სექტორების კვლევის მიხედვით, 2022-23 წლებში ბრენდული სასტუმროების მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შემდეგ, დაახლოებით 12 ბრენდული სასტუმროს მშენებლობა შეწყდა.
ამჟამად კი, დაახლოებით 20-მდე ბრენდული სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, მაშინ როცა წინა წლებში ეს რიცხვი 30-35-ს აღწევდა.
კვლევითი ორგანიზაცია წერს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 14 ბრენდული სასტუმრო
გაიხსნა თითქმის 2,000 ახალი ნომრით. ახალი სასტუმროების უმეტესობა თბილისში მდებარეობს.
2023 წლის მდგომარეობით, თბილისში 28 ბრენდული სასტუმრო მდებარეობს, ბათუმში 9, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8.

ასევე დაგაინტერესებთ