საქართველოში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ომს მოიგებდა, მაგრამ ამ ომს არ შეიძლება, ჰყავდეს გამარჯვებული, სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს

საქართველოში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ომს მოიგებდა, მაგრამ ამ ომს არ შეიძლება, ჰყავდეს გამარჯვებული, სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს
ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს, ვფიქრობ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს კონცენტრირებული სამშვიდობო შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში, უკრაინაში ომთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ომს უკრაინა მოიგებდა, მაგრამ მმართველ გუნდს ჰქონდა სიტუაციის განსხვავებული ანალიზი.
„ვფიქრობ, სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს. თავიდანვე სხვადასხვა მხარე იყო. საქართველოში, მაგალითად, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ უკრაინა ომს მოიგებდა, მაგრამ ჩვენ გვქონდა სიტუაციის განსხვავებული ანალიზი. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ომს გამარჯვებული არ შეიძლება ჰყავდეს. ამიტომ, განსაკუთრებით ახლა, ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს. ვფიქრობ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს კონცენტრირებული სამშვიდობო შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა