საქართველოში ნარკოდანაშაული გაიზარდა -შსს-ს სტატისტიკა

საქართველოში ნარკოდანაშაული გაიზარდა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.
2023 წელს საქართველოში სულ 54,177 დანაშაული აღირიცხა, რაც 2022 წელთან შედარებით 0.5%-ით ნაკლებია, თუმცა ამ დანაშაულებს შორის გაზრდილია ნარკოდანაშაულის რაოდენობა, რამაც მთლიანი დანაშაულების 12% შეადგინა. სულ ნარკოდანაშაულების რაოდენობა 6,594 იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 21%-ით მეტია.
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მაღალია ამ კატეგორიის დანაშაულებში გახსნილი საქმეების რაოდენობა, რაც გასულ წელს 6,172 ანუ მთლიანი შემთხვევების 94% იყო. ამასთან, გამოვლენილი საქმეების ნახევარზე მეტი აღრიცხული იყო 260-ე მუხლით, რომელიც მოიცავს “ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების
უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას” – -მ ამ დანაშაულების 91% გახსნა.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ კანაფის პერსონალურ მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, 2023 წელს 1,600-ს შეადგენდა მცენარე კანაფის “უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღების” მუხლით გამოვლენილი საქმეების რაოდენობა.
წლების მიხედვით გამოვლენილი დანაშაულების სტატისტიკიდან ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით დანაშაულების გამოვლენას ზრდის.