მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში ნამდვილად ხარისხიანი და უსაფრთხო გზები შენდება – , ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მაგისტრალური გზები დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რადგან ქვეყანას მიეცემა საშუალება ჩამოყალიბდეს სატრანსპორტო ჰაბად და კონკურენცია გაუწიოს ჩვენს მეზობლად მყოფ ალტერნატივებს.
“2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო გზების დეპარტამენტისთვის, როგორც ბიუჯეტის, ისე გაკეთებული საქმეების თვალსაზრისით. მთლიანობაში, რეკორდულად 2024 წელს 1 მლნ. 933 მილიონი გვქონდა დამტკიცებული. 2.160 მლრდ შევასრულეთ, ანუ დაახლოებით 110%-ით გადავაჭარბეთ დამტკიცებულ ბიუჯეტს. რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, ჩვენ საქართველოს მასშტაბით ჯამში 88 კმ. გზა გავხსენით. ეს არის კახეთის მაგისტრალური გზა, თბილისი-საგარეჯოს 35%-იანი მონაკვეთი, ბაკურციხე წნორის 18 კმ-იანი მონაკვეთი, ბათუმის შემოვლითი – 14 კმ-იანი მონაკვეთი და რიკოთის 21 კმ.
როგორც უკვე აღვნიშნე – მშენებლობის ხარისხზე ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანიები უწევენ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აღნიშნულ გზებზე. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში ნამდვილად ხარისხიანი და უსაფრთხო გზები შენდება.
წელს რიკოთის მონაკვეთი სრულად დასრულდება. იყო რა თქმა უნდა, გამოწვევები, თუმცა ეს გამოწვევებიც დასრულებული და, როდესაც სრულად დამთავრდება მშენებლობა – მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ, ეს გზა იქნება უსაფრთხო”, – აცხადებს გიორგი წერეთელმა.
bp.ge
