საქართველოში ნამდვილადაა კრიზისი, ოღონდ ლიბერალური დღის წესრიგის უკანასკნელი ამოსუნთქვაა. სოროსის ბოლო ბასტიონი, ექსტრემისტი უმცირესობა სულს ღაფავს

პარტია „ხალხის ძალის“ წვერი სოციალურ ქსელში ს განცხადებას ეხმიანება, სადაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში არსებულ კრიზისზე საუბრობს.
ექსპერტის წერს, რომ კრიზისი ევროკავშირის ქვეყნებშია, თუმცა ბრიუსელის ბიუროკრატები ამას არ იმჩნევენ. ზურაბ ქადაგიძის თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესები რადიკალებისა და მათი პატრონების ბოლო ამოსუნთქვაა.
„სოროსის კაპელდინერიც გამოჩნდა…
ევროკავშირის ქვეყნების ნახევარში ვადამდელი დაინიშნა, დანარჩენში კი სამთავრობო და საბიუჯეტო კრიზისებია. რუმინეთში სასურველი მთავრობა რომ დაენიშნათ არჩევნები გააუქმეს, კისრამდე კორუფციაში არიან და ბრიუსელის მექრთამე ბიუროკრატები არც კი იმჩნევენ. ცალკე ტრამპი ემუქრებათ ეკონომიკური სანქციებით…
თუმცა, ერთ რამეში მართალს ამბობს – საქართველოში ნამდვილადაა კრიზისი, ოღონდ ლიბერალური დღის წესრიგის უკანასკნელი ამოსუნთქვაა. სოროსის ბოლო ბასტიონი, ექსტრემისტი უმცირესობა სულს ღაფავს.
ასე, რომ – დაელოდეთ ბატონო ელჩო, ამათ პოლიტიკურ ქელეხზე, მალე დაგპატიჟებთ!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროსაბჭოს ასამბლეაზე გაჟღერებული დათქმები იმდენად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, რომ იქ მონაწილეობაზე უარი ვთქვით იქამდე, სანამ მათთან არ აღდგება ის ღირებულებები, რის გამოც არის ჩვენთვის ძვირფასი ეს ორგანიზაცია თუ ზოგადად, ევროპული ინტეგრაცია

სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, ამ თემებზე გვქონდა საუბარი როგორც ორმხრივ შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანთან, ასევე კომისიის დღევანდელ სხდომაზეც