საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის ღირებულება 2.9%-ით, ხოლო ბუნებრივი აირის 27.9%-ით შემცირდა

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის ღირებულება 2.9%-ით, ხოლო ბუნებრივი აირის 27.9%-ით შემცირდა
ბენზინის და დიზელის იმპორტის ღირებულება სტაბილურია წლის პირველ თვეში. Galt&Taggart-ის ნედლეულის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობა წლიურად 1.3%-ით, ხოლო ღირებულება 66 მლნ დოლარიდან 64 მლნ დოლარამდე, 2.9%-ით შემცირდა.
„2024 წლის თებერვალში ნავთობის ფასი თვიურად 2.3%-ით შემცირდა. იანვარში ჩრდილოეთ ამერიკის წარმოების შეფერხებებმა ბაზარი მცირედით დაძაბა. შემცირებულმა მარაგებმა ფასი გაზარდეს, თუმცა წინა თვისგან განსხვავებით, ეს არ იყო ფასის ერთადერთი მამოძრავებელი. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე, მოსალოდნელი მოთხოვნა-მიწოდების დინამიკა და OPEC+-ის შეხვედრა თებერვლის ნავთობის ვაჭრობის განმსაზღვრელი ფაქტორები იყო. თებერვლის პირველ დღეებში ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო. ჩართული მხარეების განცხადებით, შეთანხმებას „რეალური შანსი ჰქონდა და შეეძლო ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის ინიცირება“.
ს პრემიერ მინისტრმა, მ, 7 თებერვალს ჰამასის ეს შეთავაზება უარყო და ისრაელმა ქალაქი რაფაჰის დაბომბვა განაგრძო, რაც მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციაა. მოვლენების ამ განვითარებას ნავთობის ფასის 3.1%-იანი ზრდა მოჰყვა 8 თვებერვალს. მიწოდების მხარეს, ანალიტიკოსების მოლოდინების შესაბამისად, OPEC+-მა საკუთარი წარმოების ნებაყოფლობითი შემცირება (დღეში დაახლ. 2 მლნ ბარელი) 2024 წლის ივლისამდე გააგრძელა. წლის დასაწყისიდან ერთი ბარელი ნავთობის ფასი $80-ის ირგვლივ მერყეობს, რაც OPEC-ის უმსხვილესი მწარმოებელი სთვის მნიშვნელოვნად დაბალია. Fitch Ratings-ის მიხედვით, საუდის არაბეთს ნავთობი $90-100 ფარგლებში სჭირდება რათა შეძლოს საკუთარი ამბიციური პროექტების დაფინანსება – ეკონომიკური რეფორმები, ფუტურისტული ქალაქები, სპორტული ტურნირები და ა.შ. OPEC-ის შეხვედრის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, შესაბამისად – ფასებში უკვე მეტ-ნაკლებად ასახული. ჯგუფის წევრებს, სავარაუდოდ, უფრო რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ ივნისის შეხვედრისას, როცა 2024 წლის მეორე ნახევარში სამოქმედო გეგმას დასახავენ.
მეორეს მხრივ, OPEC-ის არაწევრი ქვეყნების ლიდერს, -ს ნავთობის მაღალი ფასები არ აწყობს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბაიდენის ადმინისტრაციას საარჩევნო წელი უდგას და ინფლაციის წნეხი მის ელექტორალურ რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს. ამ ეტაპზე, ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების დინამიკა დაბალი ფასის შენარჩუნებაზე მეტყველებს. საერთაშორისო ენერგეტიკული ასოციაციის (IEA) მიხედვით, არსებული მიწოდება საკმარისია მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდის დასაკმაყოფილებლად (+1.2 მლნ ბარელი დღეში). OPEC-ის მიხედვით კი მოთხოვნა უფრო მეტად, დღეში 2.2 მილიონი ბარელით გაიზრდება 2024 წელს, თუმცა, ამ ეტაპზე, არც ეს მაჩვენებელია საკმარისი ფასების მნიშვნელოვნად გასაზრდელად“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მისი იმპორტის ღირებულება წლიურად 27.2%-ით შემცირდა 2024 წლის იანვარში, რაც დაბალი საიმპორტო ფასის შედეგია, ხოლო მოცულობა წლიურად 15.3%-ით შემცირდა.
„2024 წლის თებერვალში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 16.4%-ით შემცირდა. ევროპული გაზის ფასები ენერგო- კრიზისამდელ მაჩვენებლებამდე დაეცა და თებერვლის მიწურულს ერთ მეგავატ საათზე $24.5-მდეც შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ფასებზე უარყოფითი გავლენა როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის ფაქტორებს აქვთ და ისინი მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდებში კვლავ რელევანტური იქნება. მსხვილი საინვესტიციო ბანკების მედიანური პროგნოზის მიხედვით, ბუნებრივი აირის საშუალო ფასი ევროპაში 9.7%-ით შემცირდება 2024 წელს. ჩვენი წინა მიმოხილვის შემდეგ მოთხოვნის დინამიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. GIE-ს (Gas Infrastructure Europe) მიხედვით, ბუნებრივი აირის მარაგები 62.5%-ზე იყო ევროკავშირში 29 თებერვალს, რაც რეკორდული მაჩვენებელია (61.1% 2023 წლის 28 თებერვალს).
ზამთარი თითქმის დასრულებულია, ევროკავშირს მალე მარაგების შევსებაზე მოუწევს ზრუნვა. შესაბამისად, მომდევნო თვეების განმავლობაში ევროპაში მოთხოვნის ზრდა მოსალოდნელია, თუმცა არსებული მარაგების გათვალისწინებით, ეს მოთხოვნა საკმარისი არ იქნება ფასების მნიშვნელოვანი ზრდისათვის. ზოგი ანალიტიკოსი ენერგო-კრიზისის დასრულების (და შესაბამისად ფასების მერყეობის) გამოცხადებისგან თავს იკავებს, რადგან ჯერ საჭიროა ევროპამ და აზიამ ერთდროულად გამოსცადონ ცივი ზამთარი, ხოლო მიმწოდებლებმა შეძლონ ორივე კონტინენტის სათანადოდ მომარაგება. მიწოდების მხარეს, კატარი – LNG-ის (გათხევადებული ბუნებრივი აირი) უმსხვილესი ექსპორტიორი, ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდას ელის და LNG ინვესტიციებს მნიშვნელოვნად ზრდის. ბოლო განცხადების მიხედვით, მიმდინარე დეკადის დასრულებამდე ახლანდელი წარმოების (77 მლნ ტონა წელიწადში) 85%-ით ზრდა აქვთ დაგეგმილი.
Shell- ის პროგნოზით, LNG-ზე მოთხოვნა 50%-ით გაიზრდება 2040 წლამდე, ძირითადად ჩინეთის და განვითარებადი აზიის ხარჯზე. , დასავლური სანქციების გვერდის ავლით, ცდილობს LNG ინფრასტრუქტურის განვითარებას. მათი სტრატეგიული პროექტი, Arctic LNG 2, სავარაუდოდ, თავის პირველ პროდუქციას უახლოეს კვირებში გაგზავნის აზიელი მომხმარებლების მიმართულებით. პროექტის წარმატება ან წარუმატებლობა განსაზღვრავს რუსეთში ამ ინდუსტრიის განვითარების ბედსა და სამომავლო ინვესტიციებს. რადგან ამ ეტაპზე მოთხოვნა დაბალია, ხოლო მიწოდების მოლოდინები იზრდება, ზოგი ანალიტიკოსის აზრით, ბაზარი უკვე შეეგუა 2024 წელს აღმასვლის პოტენციალის არქონას. ფასები, სავარაუდოდ, დაბალ დონეზე შენარჩუნდება, რაც თავის მხრივ ჭარბი მიწოდების აღმოფხვრას დაეხმარება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.