საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის რომ არ აღვდგომოდით წინ ყველა გლობალურ ძალას, შეიძლება დიდი ხნით, თუ სამუდამოდ არა, დაგვეკარგა დამოუკიდებლობა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი მარკო რუბიოს მიერ სენატში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამერიკელმა სენატორმა განაცხადა – „პრობლემა, რომელსაც ეჩეხება, ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ არის ის, რომ უკრაინელები ეწურებათ.“
„ღმერთმა არ გაათენოს ის დღე, როდესაც ვინმე იტყვის, რომ დღეს, საქართველოს მთავარი პრობლემაა, რომ ქვეყანაში ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა იწურება“ – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ხელისუფლება წინ რომ არ აღდგომოდა გლობალურ ძალებს, რომლებსაც საქართველოს ომში ჩათრევა სურდათ, ეს დღე საქართველოში აუცილებლად დადგებოდა. სოზარ სუბარის განმარტებით, „ხალხის ძალის“, ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველომ მშვიდობა და სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა.
„ღმერთმა არ გაათენოს ის დღე, როდესაც ვინმე იტყვის, რომ დღეს, საქართველოს მთავარი პრობლემაა, რომ ქვეყანაში ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა იწურება და ხალხი აღარ არის. ჩვენ ნამდვილოად გველოდა ეს დღე, თავი რომ არ გადაგვედო და არ აღვდგომოდით წინ ყველა გლობალურ ძალას, ვისაც საქართველოს ომში ჩატრევა სურდა. ამაში დიდი როლი, თავის დროზე, „ქართული ოცნებიდან“ ჩვენმა გამოყოფამ და „ხალხის ძალის“ განცხადებებმა შეასრულა. ბუნებრივია, რომ არ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის ძალიან მტკიცე პოზიცია, დღეს საქართველო, როგორც სახელმწიფო აღარ იარსებებდა და შეიძლება დიდი ხნით, თუ სამუდამოდ არა, აღარ გვქონოდა სახელმწიფოებრიობის აღდგენის იმედი. არც მინდა წარმოვიდგინო, რამდენი ადამიანი დაიღუპებოდა,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში