საქართველოში მყოფ ბუნდესტაგის დელეგაციას აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არავინ შეხვდა

საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაცია იმყოფება. გერმანიის პარლამენტის წევრებს აღმასრულებელი ხელისუფლება, პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჩათვლით, არ შეხვდა.

ბუნდესტაგის სხვადასხვა პარტიის დელეგატები ოპოზიციის წევრებს პარლამენტში შეხვდნენ და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ქართული ოცნებიდან გერმანელ კოლეგებს არც პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა. მათთან დიალოგი მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გამართა, რომელიც პაპუაშვილის არ ყოფნას იმერეთში ვიზიტით ამართლებს. მმართველი პარტიის ლიდერები ს მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიას ესწრებიან.

დელეგაცია თბილისში 4 სექტემბერს ჩამოვიდა და ოფიციალურ ვიზიტს დღეს ასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ