საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20.1% საქართველოს რეზიდენტებად ფასდებიან

ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის შესახებ, გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნულია, რომ საქართველოში მყოფი ს მოქალაქეების 20.1% საქართველოს რეზიდენტებად ფასდებიან. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საქართველოში ერთ წელზე მეტი დრო გაატარეს.
„2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20.1% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მონაცემებში.