საქართველოში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა

2025 წლის 15 ივნისს, საქართველოში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა
„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union), წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი, საქართველოს ფოსტის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაერთიანებული საფოსტო კავშირის მხარდაჭერით, მიმდინარე წელს მეთორმეტედ გაიმართა.

2025 წლის საკონკურსო თემა, რომელსაც ყველა ქვეყნისთვის ადგენს „მსოფლიო საფოსტო კავშირი“, გახლავთ “წარმოიდგინე, რომ ხარ ოკეანე. მისწერე წერილი ადამიანს, თუ რატომ და როგორ უნდა იზრუნოს შენზე“ (“Imagine you are the ocean. Write a letter to someone explaining why and how they should take good care of you”). კონკურსის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია.

ღონისძიებაზე, ჟიურის მიერ გამოვლინდა საუკეთესო სამეული, საქართველოს ფოსტის რჩეული, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები. ასევე, გაერთიანებული საფოსტო კავშირის რჩეული. ესენი არიან:
პირველი ადგილი – გვანცა ართმელაძე, ხულო.
მეორე ადგილი – მარიამ ღვანია, .
მესამე ადგილი – ანრი ტიაკა, ზესტაფონი
საქათველოს ფოსტის რჩეული – თორნიკე მამისაშვილი, ტყიბული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რჩეული – თინათინ ბუხაიძე, ტყიბული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რჩეული – თამუნა ფაღავა, .
გაერთიანებული საფოსტო კავშირის რჩეული – ელენე ხაბურზანია, ზუგდიდი
მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებული წერილი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. შედეგად, “მსოფლიო საფოსტო კავშირის” საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის/ქვეყნის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2025 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ცენტრალურ ოფისში (ბერნი – შვეიცარია).
წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს, საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს “მსოფლიო საფოსტო კავშირის” ტოკიოს კონგრესზე. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრი 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსს. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი მონაწილეობს. სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს. შედეგად, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 600 – მდე მოზარდმა. სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა ყველა მონაწილე.