საქართველოში მსესხებლების 19% კრედიტებს ვერ იხდის და ე.წ. „შავ სიაშია“

საქართველოში „კრედიონფოს“ „შავს სიაში“ 366 572 ადამიანია.
„კრედიტინფოს“ 2025 წლის მაისის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 366 572-ს შეადგენს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ე.წ. შავ სიაში 358 238 პირი იყო, 2025 წლის აპრილში კი 365 409 ადამიანი.
2025 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი სულ 1 950 732 ადამიანს აქვს, შესაბამისად გამოდის, რომ კრედიტებს მსესხებელთა დაახლოებით 19% ვერ იხდის.
366 572 ფიზიკური პირიდან, რომლებიც სესხს ვერ იხდის, 98 441 კომერციული ბანკების კლიენტია, 295 312 – სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი, 4 521 კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის.
ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების დავალიანება ჯამში (გადაუხდელი კრედიტები 30 დღიდან) – 1.203 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების – 1.493 მლრდ ლარს, სალიზინგოების – 32.842 მლნ ლარს.