“საქართველოში მრავალმილიარდიანი არაბული ინვესტიცია განხორციელდება” – სამთავრობო დელეგაცია აბუ-დაბიში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, ვიზიტის ფარგლებში კობახიძე შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან.
ვიზიტის ფარგლებშივე, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან, რომლის ფარგლებში საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება.
ინვესტიციის მოცულობა არ დაკონკრეტდება, არც იმას ამხელენ, რა პროექტის განხორციელება იგეგმება.
ადმინისტრაცია განმარტავს მხოლოდ იმას, რომ დაგეგმილია შეხვედრა აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბი პორტის ჯგუფთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის განვითარებაში. კომპანია ახორციელებს თბილისის მშრალი პორტის პროექტს, რომელიც 2025 წელს დასრულდება.
იგეგმება კომპანიასთან თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სტრატეგიულ, ლოგისტიკურ და სატრანსპორტო პროექტებში.
პრემიერ კობახიძესთან ერთად, აბუ-დაბიში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თბილისის მერი , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.