„საქართველოში მოყვანილი პროდუქცია შიდა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს“

„საქართველოში მოყვანილი პროდუქცია შიდა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს,“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ჰერბიას“ დირექტორმა ზურაბ ჯანელიძემ განუცხადა.
ცნობისათვის, 2024 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველომ მწვანილის იმპორტი გაზარდა, ხოლო ექსპორტი შეამცირა.
როგორც EastFruit-ი კვლევაზე დაყრდნობით წერს, წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში მწვანილის იმპორტი ღირებულებით ნაწილში 55,3%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობით – 38.5%-ით შემცირდა. მთავარი იმპორტიორი საანგარიშო პერიოდში ირანი იყო, რომელზეც მთელი იმპორტის – 48,1% მოდიოდა.
როგორც „ჰერბიას“ დირექტორმა, ზურაბ ჯანელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, აღნიშნული მონაცემები ქართულ რეალობაში ძალიან სამწუხაროა და ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში წარმოება მოთხოვნას მკვეთრად ჩამორჩება.
ვრცლად bpn.ge – ზე

ასევე დაგაინტერესებთ