საქართველოში მოქმედი უსამშობლო აგენტურა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ერთადერთი მიზანი აქვთ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე არასამთავრობო სექტორის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის წესით დაფინანსების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება.
დეპუტატის თქმით, -ში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების 99.98%-ზე მეტი სრულად -ს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ნებისმიერი ენჯეო კი, რომელიც უცხოეთიდან თუნდაც მცირე დაფინანსებას იღებს, FARA-ს რეესტრში რეგისტრირდება და უცხოური აგენტის სახელს ატარებს.
ზაალ მიქელაძის თქმით, უცხოური გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციები აშშ-ს ენჯეოების 0.02%-ზე ნაკლებია და ამერიკის პოლიტიკაზე ნულოვან გავლენას ახდენენ.
„რაც ამერიკაში სტანდარტული წესია, იმას ჩვენთან ენჯეოების მოსყიდვად და დღემდე გაუგონარ მოვლენად აცხადებენ.“- აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, სწორედ ამ ორმაგი სტანდარტით, საქართველოში მოქმედი აგენტურა ამტკიცებს – მათი მიზანია ემსახურონ უცხოელ პატრონებს და არა სამშობლოს და ქართველ ხალხს.
„საქართველოს პრემიერმინისტრის დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილების ,,უსამშობლო” შემფასებლებისათვის:
აშშ-ში, სხვადასხვა მონაცემით, დაახლოებით 1.5 მილიონიდან 1.98 მილიონამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა. მათი 99.98%-ზე მეტი მთლიანად ამერიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება – ზოგი ფედერალური, ზოგი შტატების, ზოგი კი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. ენჯეოების დაფინანსებაში, ზემოჩამოთვლილთან ერთად, მცირე როლს ასრულებენ აშშ-შივე არსებული კერძო ფონდებიდან მიღებული თანხები და მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის დაფინანსებაში მონაწილეობენ უცხოელი დონორები.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ენჯეო, რომელიც უცხოეთიდან მიიღებს თუნდაც ერთ ცენტს, ავტომატურად ხვდება ამერიკის კანონში “უცხოური აგენტების რეესტრის” შესახებ (FARA) და, შესაბამისად, უცხოური აგენტის სახელიც გარანტირებული აქვს. ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ FARA-ში მოხვედრილი აგენტების რაოდენობა 500-ის ფარგლებშია, საიდანაც ამერიკული ენჯეოები მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ. შესაბამისად, აშშ-ში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური გრანტებით ფინანსდებიან, ამერიკული ენჯეოების 0.02 პროცენტზე ნაკლებია და პრაქტიკულად ნულოვან გავლენას ახდენენ ამერიკის პოლიტიკასა და ცხოვრებაზე.
თუმცა, მიუხედავად ზემოთქმულისა, ქართული ენჯეო და პარტიული აგენტურის ორმაგი სტანდარტი აქაც ძალაშია: რაც ამერიკაში სტანდარტული წესია, იმას ჩვენთან ენჯეოების მოსყიდვად და დღემდე გაუგონარ მოვლენად აცხადებენ. საქართველოში მოქმედი უსამშობლო აგენტურა ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ერთადერთი მიზანი აქვთ – უსიტყვოდ ემსახურონ თავიანთ უცხოელ პატრონებსა და დამკვეთებს და არავითარ შემთხვევაში საქართველოს და ქართველ ხალხს.“- წერს ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია