საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდასთან, სოფელ სამებაში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე 5 კილომეტრი. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით, 14:17 საათზე დაფიქსირდა.