საქართველოში, ქალაქ ნინოწმინდის აღმოსავლეთით, სოფელ სამებაში, 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მისი სიღრმე 10 კმ იყო. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 15:12 საათზე დაფიქსირდა.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
