“საქართველოში ავტორიტარული მმართველები სულ უფრო მეტად გარდაქმნიან სამხრეთ კავკასიაში ოდესღაც დემოკრატიული იმედის შუქურას ერთპარტიულ დიქტატურად, რითაც ანადგურებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს.
დღეს საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ ერთ პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე. კანონის უზენაესობა, რომელიც ისედაც მნიშვნელოვნად არის შესუსტებული, კიდევ უფრო ირღვევა.
გრანტების შესახებ კანონის“ ახალი დებულებების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ნებისმიერი თანამშრომლობა ახლა წინასწარ მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს და ფაქტობრივად, საყოველთაო ეჭვის ქვეშ ექცევა. პირებს, რომლებმაც მიიღეს უცხოური დაფინანსება, რვა წლის განმავლობაში ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიაში ან რომელიმე მოძრაობაში გაწევრიანება და ამგვარად, განზრახ ირიცხებიან პოლიტიკური კონკურენციიდან. ახლად შემოღებული სისხლის სამართლის დანაშაული „კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ექსტრემიზმი“ იმდენად ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული, რომ მის ფარგლებში შეიძლება მოხვდეს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმური კრიტიკაც კი.
გარდა ამისა, ამჟამად საქართველოში 100-ზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზების გამო, მათ შორის ისეთი ჟურნალისტები, როგორიცაა სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი, ასევე წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკოსები. „ქართული ოცნება“ სისტემატურად ცდილობს თავისი კრიტიკოსების დაშინებას, დაპატიმრებას და გაჩუმებას სამშობლოში.
მოვუწოდებ ქართულ ოცნებას – საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების შესახებ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც უზარმაზარი რისკების მიუხედავად, დაუღალავად აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.” | დაწერა პლატფორმა X-ზე გერმანელმა პარლამენტარმა რობინ ვაგნერმა




