საქართველოში მიმდინარე აქციების გამო პოლონეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოში პოლონეთის საელჩო პოლონეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, უცხოელთა დაკავების შემთხვევების გამო თავი შეიკავონ აქციებში მონაწილეობისგან.
„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (რუსთაველის და მიმდებარე ქუჩები) და უცხოელთა დაკავების შემთხვევების გამო, განსაკუთრებით საღამოს საათებში, პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ვთხოვთ, თავი შეიკავონ აქციებზე დასწრებისგან, მოერიდონ პოტენციურად საშიში ადგილებს და დაიცვას სამართალდამცავი სამსახურების ბრძანებები. საქართველოში უსაფრთხოების ვითარებას შემდგომი გაუარესებისა და ესკალაციის პოტენციალი აქვს სხვა ქალაქებში, როგორიცაა და ქუთაისი“, — ნათქვამია საქართველოში პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.
-ს განცხადებით, 13 მაისს, გამთენიისას და დილით, როცა პარლამენტში რუსული კანონი მესამე მოსმენით, რეკორდულ დროში მიიღეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, გარეთ შეკრებილი მომიტინგეებიდან 20 მათგანი დააკავეს.
დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა: ს ფედერაციის 2002 წელს დაბადებული მოქალაქე გ.ბ.; -ის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და აშშ-ის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც, უწყების ცნობით, უარი თქვა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია