საქართველოში მილიონზე მეტი რეგისტრირებული ბიზნესიდან აქტიური მხოლოდ 26%-ია – რომელ სფეროშია ყველაზე მეტი უფუნქციო კომპანია

2025 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 1 087 899 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული, საიდანაც აქტიურია მხოლოდ 26 %. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებიდან ჩანს. სტატისტიკის მიხედვით, ამათგან მხოლოდ 283 061 კომპანიაა მოქმედი.
რაც შეეხება საქმიანობის სახეებს, მონაცემების თანახმად, რაოდენობრივად ყველაზე მეტი უფუნქციო კომპანია საბითუმო და საცალო ვაჭრობა/ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის დარგშია. აქ ჯამში 219 936 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც 140 ათასამდე ბიზნესი (36,4%) არ მუშაობს.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, 2025 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, დარგების მიხედვით აქტიური და უფუნქციო ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას:
· სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 11 882 რეგისტრირებული, აქედან აქტიური 3 567 (70% უფუნქციოა);
· სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2 320 რეგისტრირებული, აქტიური 673 (71% უფუნქციო);
· დამამუშავებელი მრეწველობა – 52 112 რეგისტრირებული, 17 974 აქტიური (66% უფუნქციო);
· ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 565 რეგისტრირებული , 249 აქტიური (56% უფუნქციო);
· წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 1 051 რეგისტრირებული, 270 აქტიური (74% უფუნქციო);
· მშენებლობა – 46 010 რეგისტრირებული, 20 077 აქტიური (56% უფუნქციო);
· საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 219 936 რეგისტრირებული, 79 990 აქტიური (64% უფუნქციო);
· ტრანსპორტი და დასაწყობება – 48 986 რეგისტრირებული, 25 975 აქტიური (47% უფუნქციო);
· განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 30 372 რეგისტრირებული, 10 807 აქტიური (64% უფუნქციო);
· ინფორმაცია და კომუნიკაცია – 38 971 რეგისტრირებული, 24 918 აქტიური (36% უფუნქციო);
· საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 765 რეგისტრირებული, 1 659 აქტიური (71% უფუნქციო);
· უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 14 641 რეგისტრირებული, 8 261 აქტიური (44% უფუნქციო);
· პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 27 421 რეგისტრირებული, 13 053 აქტიური (52% უფუნქციო);
· ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 17 086 რეგისტრირებული, 7 896 აქტიური (54% უფუნქციო);
· სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური დაცვა – 1 578 რეგისტრირებული, 414 აქტიური (74% უფუნქციო);
· განათლება – 12 185 რეგისტრირებული, 6 958 აქტიური (43% უფუნქციო);
· და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 7 750 რეგისტრირებული, 3 654 აქტიური (53% უფუნქციო);
· ხელოვნება, გართობა და დასვენება – 8 117 რეგისტრირებული, 3 480 აქტიური (57% უფუნქციო);
· ექსტრატერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობები – 97 რეგისტრირებული, 12 აქტიური (88% უფუნქციო);
· საქმიანობა უცნობია – 516 386 რეგისტრირებული, 47 031 აქტიური (91% უფუნქციო).
bpn.ge