საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არ გამქრალა და ამისთვის, დაინტერესებული მხარეები, შანტაჟის იარაღად ახლა ვიზალიბერალიზაციას იყენებენ

საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არ გამქრალა და ამისთვის, დაინტერესებული მხარეები, შანტაჟის იარაღად ახლა ვიზალიბერალიზაციას იყენებენ
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე მედიასთან ევრობიუროკრატების ნაწილის მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მუქარას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არ გამქრალა და ამისთვის, დაინტერესებული მხარეები, შანტაჟის იარაღად ახლა ვიზალიბერალიზაციას იყენებენ.
„სურთ, რომ ჩამოიცილონ ის ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებასა და ქვეყანას ომისგან იცავს. მათთვის ომის საჭიროება ისევ მაღალია. ხედავთ, რომ არათუ რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდა, არამედ ახალი საომარი ლოკაციები გაჩნდა ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, არ დაკარგულა აქტუალურობა იმ საკითხისა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას და ჩვენი ქვეყანა მეორე უკრაინად იქცეს, რათა ამით როგორმე დაასუსტონ. უფრო მეტიც, ამ მხრივ მათი მხრიდან შანტაჟი გააქტიურდა. შანტაჟის იარაღად კი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა გამოყენებული. სურთ, რომ საზოგადოებას ამ შანტაჟით ის გადაწყვეტილება მიაღებინონ, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ რყევას გამოიწვევს და ხელისუფლების შეცვლას შეუწყობს ხელს. იმ ხელისუფლების, რომელიც ქვეყნისა და ამ საზოგადოების ინტერესებს იცავს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში