საქართველოში მეორედ ჩამოვიდა რუსი წამყვანი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თბილისისა და ს არაერთი ნაცნობი ადგილიდან ფოტოები ქსენია ბოროდინამ თავად გამოაქვეყნა.
ქსენია ბოროდინა ს პრეზიდენტის, ს მხარდამჭერია. 2018 წელს შეუერთდა მოძრაობას “პუტინის გუნდი”, რომელიც რუსმა ჰოკეისტმა, ალექსანდრ ოვეჩკინმა დააფუძნა პრეზიდენტის მხარდასაჭერად.
2022 წელს ქართველი ჟურნალისტის ნათქვამს, რომ ბოროდინამ წარსულში აფხაზეთში ჩასვლით ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია, ბოროდინამ უპასუხა:
“დავარღვიე? რატომ?.. მე არ ვიცი ამის შესახებ. ახლოს ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობდი და წავედით აფხაზეთში”.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისა და ნებართვის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. არაერთგზის ჩადენილი იგივე ქმედება კი 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ცეცხლაძე – აქციის მონაწილეები ცეკვა-თამაშით მართავდნენ პროტესტს, მაქსიმუმ „ჯეირანი“ გვეთამაშა და თურმე ისინი არიან „რადიკალები“ – არავინ სვამს კითხვას, რამ მიიყვანა საზოგადოება დაპირისპირებამდე

მინისტრი – სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლის შემდეგ, 200-მდე ბენეფიციარმა უარი განაცხადა იმ დოზაზე, რასაც კერძო დაწესებულებაში იღებდა – რა მიზეზით იწერებოდა სამჯერ დიდი დოზით ნარკოტიკი, საზოგადოებამ დასკვნა თავად გამოიტანოს