საქართველოში მედიკამენტების 5 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანიიდან 2 აზერბაიჯანელი ინვესტორისაა

მიმდინარე წელს, 10 თვეში საქართველომ 457,4 მლნ ლარის მედიკამენტები შეიძინა, რაც 117,3 მლნ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შარშან იანვარ-ოქტომბერში მედიკამენტების იმპორტმა 340,1 მლნ ლარი შეადგინა.
ამასთან, წელს შემოსული წამლებიდან 12,217 მლნ დოლარი დაუფასოებელ მედიკამენტებზე მოდის, 445,229 მლნ ლარის კი დაფასოებულზე.
ტოპ-5 კომპანია რომლებმაც წელს მედიკამენტების იმპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით განახორციელეს
· სს გეფა – კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2022 წლის მდგომარეობით, ჯგუფის აქციონერთა სტრუქტურა ასეთი იყო: კომპანიის 77%-იანი წილი სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს ეკუთვნოდა, 20% – ენრიკო ბერიძეს, ხოლო 3% – მიხეილ აბრამიძეს. მშობელი კომპანია ფლობს ჯგუფის საკონტროლო პაკეტს. ეს უკანასკნელი არის ინგლისში, ლონდონში დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანია „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (შემდგომში „GHG“) 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანია (წყარო – reportal.ge). დირექტორია ანდრო თევზაძე.
· შპს აბულფარმ -სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის მფლობელი და დირექტორი აზერბაიჯანის მოქალაქე რამილ ჰუმმატოვია.
· შპს შოთაფარმ – აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი კვლავ აზერბაიჯანის მოქალაქე რამილ ჰუმმატოვია, რომელიც ზემოთნახსენებ აბულფარმს ფლობს.
· შპს ავერსი-ფარმა – კომპანიის 67% ეკუთვნის პაატა კურტანიძეს, 33% კი ნიკოლოზ კურტანიძეს. ავერსი-ფარმას გენერალური დირექტორია გიორგი მელანაშვილი.
· შპს პსპ ფარმა – კომპანიის 95% ეკუთვნის დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილს, ამჟამად წილის მმართველია ვაჟა ოქრიაშვილი, 5% კი თენგიზ ჯამელაშვილს. კომპანიის დირექტორია ვაჟა ოქრიაშვილი. ცნობისთვის, ხუთეული არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ