საქართველოში მარცვლეულის იმპორტი 11-წლიან მაქსიმუმზეა – იმპორტის 72% რუსეთზე მოდის

საქართველოში მარცვლოვანი კულტურების იმპორტი 11-წლიან მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში იმპორტირებულია 142.5 მილიონი დოლარის ღირებულების მარცვლეული, რაც 2014 წლის შემდეგ რეკორდული ნიშნულია. უფრო კონკრეტულად, 2014 წელს ქვეყანაში 150.2 მილიონი დოლარის ღირებულების მარცვლეული შემოვიდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 11-თვეში საქართველოში იმპორტირებული მარცვლეულის უდიდესი წილი – 72% რუსეთზე მოდიოდა. მას კი 17%-იანი წილით ყაზახეთი მოსდევდა.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში მარცვლეულის იმპორტი შემდეგი 5 ძირითადი ბაზრიდან განხორციელდა:
· – 102.6 მილიონი დოლარის ღირებულების;
· ყაზახეთი – 23.8 მილიონი დოლარის ღირებულების;
· ინდოეთი – 6.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების;
· თურქეთი – 3.4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების;
· – 1.9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების.
ამასთანავე, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულ მარცვლეულში უდიდესი წილი ხორბალზე და მესლინზე მოდიოდა, მას კი მოსდევდა სიმინდი და ბრინჯი.
უფრო დეტალურად, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტირებული მარცვლეულის ღირებულება კულტურების მიხედვით ასე გამოიყურებოდა:
· ხორბალი და მესლინი – 115 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების;
· სიმინდი – 11.9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების;
· ბრინჯი – 11.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების;
· წიწიბურა, ფეტვი – 3.46 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების;
· ქერი – 607.7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების;
· შვრია – 281.3 ათასი აშშ დოლარის ღირებულების;
· სორგო მარცვლოვანი – 3.9 ათასი აშშ დოლარის ღირებულების;
· ჭვავი – 1.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების.
www.bpn.ge