საქართველოში “მაიდანი” ვერ მოხდება – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ “საქართველოში მაიდანს ვერავინ ეღირსება” და ასევე საზოგადოებას გაახსენა, თუ რა იყო მაიდნის შედეგები უკრაინაში.
აბაშიძის თქმით, “ომის პარტიას” დიდი იმედგაცრუება ელის, ვინაიდან ვადაგასული რევოლუციური სცენარი ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მოერგება.
“ძალიან დიდი იმედგაცრუება ელით “ომის პარტიას” და მის გოშიებს – საქართველოში “მაიდანი” ვერ მოხდება. დასავლელმა ფსევდომეგობრებმა რეალურად გაზომონ ქართული საზოგადოების განწყობები და შემდეგ იფიქრონ სიტუაციის აყირავებაზე ჩვენს ქვეყანაში. ვადაგასული რევოლუციური სცენარები კი ყველა სუვერენულ სახელმწიფოს ვერ მიესადაგება, მით უმეტეს, როცა ოპოზიციას წარმოადგენენ მარგინალი ბოროტი ჯამბაზები.” – წერს გია აბაშიძე.
Previous: ასეთი “დაპატიჟება” ლავრენტი ბერიას მისთვის იმ უკანასკნელ პოლიტბიუროს სხდომაზე მოწვევას უფრო წააგავს, სადაც მისი დაპატიმრება იყო განზრახული…

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი