საქართველოში ლიეტუვის ელჩად დარიუს ვიტკაუსკასი დაინიშნა

საქართველოში ლიეტუვის ახალ ელჩად დარიუს ვიტკაუსკასი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის საელჩო ავრცელებს.
დარიუს ვიტკაუსკასი საქართველოში ლიეტუვის ელჩის თანამდებობაზე ანდრიუს კალინდრას შეცვლის.
“2024 წლის 6 აგვისტოს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დარიუს ვიტკაუსკასი დაინიშნა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში”, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.