საქართველოში კომპანიების 64% დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას არ აპირებს – PMCG

საქართველოში კომპანიების 64% II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას არ აპირებს, – ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის პუბლიკაციაში.
კვლევის მიხედვით, 2025 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ყველაზე დადებითი მოლოდინი ვაჭრობის სექტორს აქვს.
„2025 წლის I კვ.-ში გამოკითხულ კომპანიათა 23%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. რაც შეეხება 2025 წლის კვ. II-ის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 29% ელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, ხოლო 64% არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.
სექტორებს შორის, 2025 წლის კვ. I-ს მდგომარეობით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში ფიქსირდება. რაც შეეხება 2025 წლის კვ. II-ის მოლოდინს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ, ყველაზე პოზიტიური შეფასებით ვაჭრობის სექტორი გამოირჩევა“, – წერია კვლევაში.