საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალების ანაზღაურებაზე 823 ლარით მეტია

საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალების ანაზღაურებაზე 823 ლარით მეტია
2024 წლის II კვარტალში საქართველოში საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საქსტატის ინფორმაციით, II კვარტალის მონაცემებით, სქესის მიხედვით საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა კვლავ მაღალია და კაცები ქალებზე 823 ლარით მეტ საშუალო ანაზღაურებას იღებენ.
კონკრეტულად, აპრილ-ივნისში ქალების საშუალო ხელფასი წლიურად 153.1 ლარით (10.7%) გაიზარდა და 1 590.2 ლარი იყო, ხოლო კაცების კიდევ უფრო მეტად – 251.8 ლარით (11.7%) და 2 413.5 ლარს გაუტოლდა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 11.1%-ით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა.