საქართველოში კაცების დასაქმების დონე 43%-ით მაღალია, ვიდრე ქალების

საქართველოში კაცების დასაქმების დონე 43%-ით მაღალია, ვიდრე ქალების, ამის შესახებ ორგანიზაცია ISET Policy Institute იუწყება. მათი ინფორმაციით, შრომის ბაზარზე ქალების ჩართულობის ზრდა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის.
ორგანიზაცია მიუთითებს იმაზეც, რომ საქართველოში ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ზრუნვაზე დღეში 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები.
ამავე ცნობით, საქართველოში დაბალანაზღაურებად სექტორებში (განათლება; ჯანდაცვა და სოც. მომსახურება) 5-ჯერ მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი.
ამავდროულად, საქართველოში ტექნიკური განათლების მიმღები გოგოების პროცენტული წილი 46%-ით ჩამორჩება ბიჭების წილს.