საქართველოში ისრაელის საელჩო თელ-ავივში ტერაქტის დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოში ს საელჩო ისრაელში ტერაქტის დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტერორიზმი არავის ინდობს.
„ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის, ილია ნოზაძის ოჯახს, რომელიც ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.
ტერორიზმი არავის ინდობს – განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა თუ ასაკისა. ამ საზარელ მოვლენას, როდესაც პალესტინელმა ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს ისრაელის ცენტრში, თელ-ავივში, შვიდი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა.
მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმთან და მის წამყვან მხარდამჭერ – თეირანის რეჟიმთან ბრძოლაში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბერი არის რეფერენდუმის დღე, როდესაც გადავწყვეტთ 27 ოქტომბერს დადგეს ახალი 26 მაისი, თუ 25 თებერვალი – ეს არის არჩევანი, ან ირჩევ ილიას, ექვთიმეს, ქაქუცას გზას, ან ბიძინას და პუტინის გზას